„მე ვარ თქვენი უპირველესი გულშემატკივარი“ - თბილისის N179 საჯარო სკოლის პედაგოგი ლელა მუშკოპიშვილი მე-4 კლასის მოსწავლეებს გამოემშვიდობა
25-06-2021

თბილისის N179 საჯარო სკოლის პედაგოგი ლელა მუშკოპიშვილი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს თბილი სიტყვებით გამოემშვიდობა. მე-4 კლასის მოსწავლეებმა გამოსაშვები ღონისძიება ჩაატარეს და ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს.

„ყველაზე საოცარი და საამაყო ბავშვები! ბედნიერი და წარმატებული მომავალი გქონოდეთ, ჩემო მერცხლებო. ჩემს გულში სამუდამოდ გაქვთ ადგილი. მე ვარ თქვენი უპირველესი გულშემატკივარი“, - წერს პედაგოგი ლელა მუშკოპიშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203