
თბილისის N92 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს და პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ. დირექცია მადლობას უხდის დაწყებითი კლასის მასწავლებელ ნინო ჯიღაურს გაწეული შრომისთვის.
„წარმატებით დავხურეთ 4 კლასი. უღრმესი მადლობა პედაგოგს, ქალბატონ ნინო ჯიღაურს თავდაუზოგავი შრომისათვის და იმ სიყვარულისთვის რაც უზღვავად გასცა პატარებისთვის“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.