საჩინოს საჯარო სკოლის შენობა პედაგოგებმა დაასუფთავეს
25-06-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლაში პედაგოგებმა ლია დიასამიძემ და ლეილა ბროლაძემ სკოლის შენობა დაასუფთავეს.
საჩინოს სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკოლის დასუფთავების სამსახურის ორი თანამშრომელი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც პედაგოგებმა ლია დიასამიძემ და ლეილა ბროლაძემ სკოლა თავად დაასუფთავეს.
საჩინოს საჯარო სკოლა მადლობას უხდის მათ უანგარო შრომისათვის.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია