რუისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის - თეკლა ბეჟუაშვილის წარმატება izrune.ge-ს ბუნება/ბიოლოგიის ოლიმპიადაში
25-06-2021
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელი თეკლა ბეჟუაშვილი izrune.ge-ს ბუნება/ბიოლოგიის ოლიმპიადაში - ჩვენ და სამყარო  მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.

მოსწავლეს დამსახურებული სერტიფიკატი გადაეცა. 

ბუნება/ბიოლოგიის ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 17 ივნისს გაიმართა. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203