ნიჭიერი მოსწავლეები და ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება გუდაურის საჯარო სკოლაში
25-06-2021
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე განსხვავებული აქტივობებით ჩატარდა.
ბავშვებმა თემატურად წარმოადგინეს თვალსაჩინოებები. აქტივობა, საკლასო ოთახიდან, ღია ცის ქვეშ გაგრძელდა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია