ქვემო ქედის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა IV კლასის დამთავრება აღნიშნეს
25-06-2021

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის ბოლოს ღონისძიება გამართეს და პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ. ღონისძიება, პანდემიის გამო, რეგულაციების დაცვით ჩატარდა.

„ჩვენი სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი ლია ნათათრალაშვილი) სასკოლო ცხოვრების პირველი ეტაპის დასრულება გრანდიოზულად აღნიშნეს. მათ ზღაპრულად მორთულ სამყაროში ღრმა შინაარსით და მომზადების მაღალი ხარისხით გამორჩეული პროგრამა წარმოადგინეს.

ვწუხვართ, რომ პანდემიის გამო ამ მშვენიერ ღონისძიებას მაყურებელი არ ჰყავდა...

წარმატებები ლია მასწავლებელს, ყოფილსა და მომავალ მოსწავლეებთან ერთად!“-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203