ბოჭორმის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი მოინახულეს
25-06-2021
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი მოინახულეს.
პედაგოგებმა მუზეუმში დაათვალიერეს მემორიალური ნივთები, ეთნოგრაფიული და ფოტო მასალები, უფრო ფართოდ გაეცნენ მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობას.
პედაგოგებზე ასევე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩარგლის ბუნების სილამაზემ, უზარმაზარმა მთებმა და შესანიშნავმა ხედებმა.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია