„თქვენმა დაუღალავმა შრომამ და ძალისხმევამ შეგვაძლებინა სასწავლო პროცესის მშვიდობიანად დასრულება“-თხილნარის N1 სკოლის დირექცია პედაგოგებს მიმართავს
25-06-2021

მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს და გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის. დირექციის ინფორმაციაში მადლიერება ჩანს სკოლის მანდატურის - ნინო აბდუშელიშვილის მიმართაც, რომელიც მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე დაუღალავად ზრუნავდა.

„დასრულდა უჩვეულო, რთული, გამოწვვევებით აღსავსე 2020- 2021 სასწავლო წელი. მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის პირველი საჯარო სკოლა ულოცავს ამავე სკოლის ყველა პედაგოგს, ადმისტრაციულ, ტექნიკურ პერსონალს სკოლის წარმატებით დასრულებას.

თქვენმა მონდომებამ დაუღალავმა შრომისმოყვარეობამ და ძალისხმევამ შეგვაძლებინა სასწავლო პროცესის მშვიდობიანად დასრულება.

სკოლა განსაკუთრებით მადლობას უხდის მანდატურ -ქალბატონ ნინო აბდუშელიშვილს, რომელმაც შესაშური ენერგიით შეძლო დაეცვა მოსწავლეთა სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოება.

ძვირფასო პედაგოგებო, გისურვებთ ჯამრთელობას, წარმატებებს, კიდევ დიდხანს ყოფილიყავით მომავალი თაობის სწავლა - აღზრდის სამსახურში“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203