„იარეთ წინ, წარმატებისკენ“ - ქედქედის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი მე-4 კლასის მოსწავლეებს გამოემშვიდობა
25-06-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი მე-4 კლასის მოსწავლეებს გამოემშვიდობა და მოსწავლეები საუკეთესო რჩევებით გააცილა სკოლიდან. ბავშვები პირველ მასწავლებელს ემოციურად დაემშვიდობნენ.

„ჩემო კარგებო,  გილოცავთ  IV კლასის დამთავრებას! წარმატებულ და ნათელ მომავალს გისურვებთ, იარეთ წინ,  წარმატებისკენ, სიკეთისა და სიყვარულის გზებზე. გახსოვდეთ, მე მუდამ მეყვარებით! კიდევ ერთხელ გილოცავთ და გლოცავთ. თქვენი ლელა მასწავლებელი“, - წერს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203