ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე და პედაგოგები დამსახურებული მწვრთნელის - ნანი კირკიტაძის სახელობის ტურნირს დაესწრნენ
25-06-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე, სკოლის მასწავლებლებთან ერთად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევიან და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებშიც ერთვებიან. 

ამჯერად, დირექტორი ტარიელ მიქელაძე და პედაგოგები, ძიუდოში (გოგონათა შორის) დამსახურებული მწვრთნელის - ნანი კირკიტაძის სახელობის ტურნირს დაესწრნენ.

სპორტული შეჯიბრი ახალსოფლის ჭიდაობის დარბაზში გაიმართა.

ტურნირს ასევე ესწრებოდნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე და ჭარნალი-ახალსოფლის თემის გამგებელი ნუგზარ აბაშიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203