ზერტის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
24-06-2021
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
„მხიარული და ემოციური გახლდათ მე-4 კლასელების დამშვიდობება პირველ მასწავლებლებთან, მარინა გოგატიშვილსა და ლამზირა ოქროპირიძესთან. „გმადლობთ მასწავლებელო“ - ასე დაიწყეს და დაასრულეს ბავშვებმა ღონისძიება“, - ნათქვამია ზერტის საჯარო სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მათივე თქმით, მარინა გოგატიშვილმა გზა დაულოცა თავის 29 მოსწავლეს მე-5 კლასისკენ და წარმატებები უსურვა.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია