ნიგოზეთის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებს მათემატიკის გაკვეთილი ღია ცის ქვეშ ჩაუტარდათ - მოსწავლეებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს
24-06-2021

ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლის V კლასში, მათემატიკის პედაგოგმა მერი პაპიძემ ღია გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილის მიზანი იყო ნასწავლი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

პრეზენტაცია მოამზადა V კლასის მოსწავლე ლუკა ცხოვრებაძემ, რომელმაც  სხვადასხვა ფორმის მქონე ნაკვეთების ფართობები გამოიანგარიშა.

გაკვეთილზე აქტიურობდნენ მოსწავლეები: გიორგი მაჭარაშვილი, ლიზი და ნინო ომიაძეები.

გაკვეთილმა საინტერესოდ ღია ცის ქვეშ ჩაიარა. ბავშვებმა შეძლეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203