ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება izrune.ge-ს ბუნება /ბიოლოგიის ოლიმპიადაში
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები- ნათია ბუწალკალური (მე- 3 კლასი) და თორნიკე ცაძიკიძე (მე- 8 კლასი) izrune.ge-ს ბუნება /ბიოლოგიის ოლიმპიადაში - ჩვენ და სამყარო მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს დამსახურებული სერტიფიკატები გადაეცათ.
ბუნება /ბიოლოგიის ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ
izrune.ge-ზე 17 ივნისს გაიმართა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.