ძველი ხიბულის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლე გოგი ქარცხიას წარმატება izrune.ge-ს ბუნება/ბიოლოგიის ოლიმპიადაში
24-06-2021
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლე გოგი ქარცხია izrune.ge-ს ბუნება/ბიოლოგიის ოლიმპიადაში - ჩვენ და სამყარო მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
მოსწავლეს II ხარისხის სერტიფიკატი გადაეცა.
ბუნება /ბიოლოგიის ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 17 ივნისს გაიმართა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.