ახალი ხიბულის N1 სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს ბუნება/ბიოლოგიის ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
24-06-2021
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები - მესამეკლასელი გიორგი ჯიშკარიანი და მეორეკლასელი ბარბარე ჯიშკარიანი izrune.ge-ს ბუნება /ბიოლოგიის ოლიმპიადაში - ჩვენ და სამყარო  მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს დამსახურებული სერტიფიკატები გადაეცათ. 

ბუნება /ბიოლოგიის ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 17 ივნისს გაიმართა. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203