„უამრავი წინსვლა, წარმატება, სიხარული და ბედნიერება მინდა გისურვოთ“ - ჩაოს საჯარო სკოლის მასწავლებელი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს გამოემშვიდობა
24-06-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს და პირველ დამრიგებელს სიყვარულით გამოეთხოვნენ.
მოსწავლეებს მარი და მაგდა ცეცხლაძებს წარმატებები უსურვა დამიგებელმა მარგალიტა შაინიძემ.
„გილოცავთ ჩემო ლამაზებო, მეოთხე კლასის წარმატებით დასრულებას. უამრავი წინსვლა, წარმატება, სიხარული და ბედნიერება მინდა გისურვოთ მომავალში ჩემი ჭკვიანი, ნიჭიერი და საყვარელი გოგონები ხართ, მიყვარხართ“, - აღნიშნავს დაწყებითის მასწავლებელი მარგალიტა შაინიძე.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია