გაიცანით, თბილისის N60 სკოლის წარმატებული მოსწავლე ნიკოლოზ აფციაური
24-06-2021

თბილისის N60 საჯარო სკოლა ამაყობს თავისი წარმატებული მოსწავლეებით და ხელს უწყობს მათ, რომ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო ოლიმპიადებსა და შეჯიბრებებში ჩაერთონ. გაგაცნობთ, საზრიან, ბეჯით და ძალიან წარმატებულ ნიკოლოზ აფციაურს, რომელიც აქტიურად გადის izrune.ge - ს ტესტებს და ყოველთვის ასახელებს სკოლას.

ნიკოლოზს ჰყავს მერვეკლასელი დაიკო, მედიცინის მუშაკი დედა და პოლიციის ლეიტენანტი მამა, რომელიც სპეცრაზმში ოცეულის მეთაურია. 

ნიკოლოზს ძალიან უყვარს ოლიმპიადები, რომლებშიც ხშირად მონაწილეობს. არის ოქროს მედლის, ვერცხლის მედლის და თასის მფლობელი „კინგსის“ რეგიონალური შეჯიბრებებიდან. უყვარს ველოსიპედით სიარული, ასევე მანქანებთან დაკავშირებული ინფორმაციების მოძიება და გაცნობა. 

ახლაც რეგიონალურ ფინალურ ტურში აპირებს მონაწილეობას, „კინგსის“ თასის მოსაპოვებლად. TV სკოლის გამარჯვებულიც არის
ჩვენ ვურჩევთ მის თანატოლებს, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა izrune.ge-ს პროექტში და გაიღრმავონ ცოდნა. ვუსურვებთ წარმატებებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203