მეკეიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიქტორინაში პირველი ადგილი დაიკავეს
24-06-2021
„ჩემი სამყარო“ - ამ თემაზე ჩატარებულ ვიქტორინაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებას მიაღწიეს. მათ მუნიციპალიტეტში პირველი ადგილი დაიკავეს და საჩუქრებითაც დაჯილდოვდნენ.
მეკეიძეების საჯარო სკოლა ამაყობს მოსწავლეებით და მომავალშიც ბევრ წარმატებას უსურვებს მათ. სკოლა ასევე მადლობას უხდის პროექტის მხარდამჭერებს.
აღნიშნული ვიქტორინა არის რონდელის ფონდის პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.
„დიდი მადლობა რონდელის ფონდს, ხულოს რესურსცენტრს და აჭარის განათლების სამინისტროს“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია