ქარელის N1 სკოლის მოსწავლემ, აკაკი ფილიშვილმა izrune.ge-ს მაისის შემაჯამებელ ტესტში დიპლომი მოიპოვა
ქარელის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად,
izrune.ge-ს მაისის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და დიპლომი დაიმსახურა მე-3 კლასის მოსწავლე აკაკი ფილიშვილმა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.