ავლევის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ჩინჩალაძემ izrune.ge-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში I ხარისხის სერტიფიკატი დაიმსახურა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე მარიამ ჩინჩალაძე izrune.ge-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. მოსწავლეს I ხარისხის სერტიფიკატი გადაეცა.
ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ
izrune.ge-ზე 20 მაისს გაიმართა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.