აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიქტორინაში გაიმარჯვეს
24-06-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რონდელის პროექტის მიერ ორგანიზებულ ვიქტორინაში „ჩემი სამყარო“ გაიმარჯვეს.
„სულითა და გულით ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, რონდელის პროექტის მიერ ორგანიზებულ ვიქტორინაში „ჩემი სამყარო“ გამარჯვებას“, - ნათქვამია სკოლის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.