ღურტის საჯარო სკოლის მოსწავლეს საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა
24-06-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლის მოსწავლე საგანმანათლებლო პროექტ „თემის ახალგაზრდების ჩართულობა პანკისსა და ხულოში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
ანა ვასაძეს პროექტში წარმატებით მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა.
„ვამაყობთ არაჩვეულებრივ პროექტ „თემის ახალგაზრდების ჩართულობა პანკისსა და ხულოში'' მიღწეული პატარა გამარჯვებით. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენი სკოლის მოსწავლეს ანა ვასაძეს. იმედს ვიტოვებთ, მომავალ წელს პროექტში ჩვენი სკოლის უფრო მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას“, - ნათქვამია ღურტის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს