ატოცის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ეკა კარაპეტოვმა izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად,
izrune.ge-ს მაისის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და დიპლომი დაიმსახურა მე-7 კლასის მოსწავლე ეკა კარაპეტოვმა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.