ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ შემეცნებითი თამაშის - „ბიზნესასოციაციობანა“ ჩემპიონატი გაიმართა
24-06-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში IX-X კლასებს შორის შემეცნებით თამაშში „ბიზნესასოციაციობანა“ ჩემპიონატი გაიმართა.

მოსწავლეთა წყვილები ერთმანეთს ბიზნესისა და ეკონომიკის ტერმინების ახსნა-გამოცნობაში ეჯიბრებოდნენ.

ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება იმ გუნდებმა მოიპოვეს, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს შესარჩევი ტურები. 

გრანდიოზულ ფინალში ერთმანეთს IX და IX კლასის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

საინტერესო და დაძაბულ შეჯიბრში გამარჯვება IX კლასის მოსწავლეებმა, კესო ზივზივაძემ და ნინო გრიგოლაშვილმა მოიპოვეს.

გამარჯვებულებს სერტიფიკატები და წამახალისებელი პრიზები, სკოლა „პროგრესის“ ბრენდირებული ნივთები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203