ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლაში ახალი წელი მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად აღნიშნეს
05-01-2018
ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლამ ახალი წელი განსაკუთრებული მხიარულებითა და კონცერტით აღნიშნა. კონცერტში მონაწილეობას მერვედან მეთორმეტე კლასამდე მოსწავლეები იღებდნენ და მათთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული ყველა კლასის მასწავლებლები. საახალწლო ზეიმისთვის საკონცერტო პროგრამა თავად მოსწავლეებმა შეადგინეს. საკუთარ სასცენო ჩაცმულობაზეც თავად იზრუნეს და სკოლის ინტერიერი საახალწლო თემატიკით თავად გააფორმეს. კლასების ნაწილმა წვეულებისთვის საცეკვაო ნომრები დადგა, ნაწილმა კი მხიარული სიმღერები თავად პედაგოგებთან ერთად შეასრულა.
საახალწლო კონცერტის დასრულების შემდეგ, ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლამ 2018 წლის დადგომის აღსანიშნავად სამახსოვრო ვიდეოკოლაჟი შექმნეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს