
ამერიკული საერთაშორისო სკოლა - კოლეჯი „პროგრესი“ Oshe Georgia-ს შრომის უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების პროექტში აქტიურად მონაწილეობს. მოსწავლეებმა შრომის უსაფრთხოების ტრენინგები გაიარეს და მიღებული ცოდნა თანატოლებს გაუზიარეს.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გაიარეს შრომის უსაფრთხოების ტრენინგები და მიღებული ცოდნა თანატოლებს გაუზიარეს. მოსწავლეები სხვა მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობებთან ერთად, შრომის უსაფრთხოების კულტურასაც გამოიმუშავებენ.
ჩვენ მუდამ ვცდილობთ, მოსწავლეებს შევუქმნათ უსაფრთხო სასწავლო გარემო და ეს, პირველ რიგში, მათი ჩართულობითა და თანამონაწილეობით გავაკეთოთ.
მადლობას ვუხდით Oshe Georgia-ს თანამშრომლობისთვის და სიუჟეტის ჩვენს სკოლაში მომზადებისთვის!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო: