
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. დაწყებითი კლასის პედაგოგი ნინო აფციაური ბავშვებს გამოემშვიდობა და ხალისიანი არდადეგები უსურვა.
„პანდემიის მიუხედავად შევძელით, ნაყოფიერი და საინტერესო სასწავლო წელი გვქონოდა... გილოცავთ, ჩემო მზეებო, მესამე კლასის დასრულებას, სექტემბრამდე“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.