
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქვემო ქედის საჯარო სკოლაში 15 ივნისი ჯადოსნურად ფერადი და მხიარული იყო!
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ქოლგებისა და ქუდების ფესტივალი ხალისიანი განწყობით გამართეს.
მონაწილე ხუთივე კლასმა ფერადი ცარცებით წარმოადგინა ასფალტზე შესრულებული ნახატები თემაზე - „მხიარული არდადეგები“. აგრეთვე ჩატარდა შემეცნებითი ხასიათის ვიქტორინა.
„ასე შთამბეჭდავად და უკეთესი მომავლის იმედით დასრულდა 2020-2021 სასწავლო წელი ჩვენს სკოლაში!“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: