ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები ონლაინ სემინარში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
24-06-2021

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე გამართულ ონლაინ სემინარში მონაწილეობდნენ.

სემინარი „ევროპის დღეები 2021-ის“ ფარგლებში ჩატარდა. 

ონლაინ სემინარში მონაწილეობისთვის სკოლის მოსწავლეებს - ლიკა ტეხოვს, თეონა სულამანიძეს, ლიზი ივანეიშვილს, ლიზი ლომინეიშვილს, გვანცა გვინცაძეს და თომა ქიშმარეიშვილს ​სერტიფიკატები გადაეცათ.

სკოლა მოსწავლეებით ამაყობს. 

„წარმატებებს გისურვებთ, ჩვენო საუკეთესო ბავშვებო“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203