ფურტიოს საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებლები და მოსწავლეები ფეხბურთის ფორმებითა და ბურთებით დასაჩუქრდნენ
24-06-2021

ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებლები და მოსწავლეები ფეხბურთის ფორმებითა და ბურთებით დასაჩუქრდნენ. სკოლას სტუმრები ეწვივნენ.

„13 ივნის ჩვენმა სკოლამ უმასპინძლა უეფა-ს მედიაოფიცერსა და ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელს მამუკა კვარაცხელიასა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მინდია ქათამაძესა და შუახევის რესურსცეტრის უფროს ედუარდ გოგრაჭაძეს, მათ ჩვენი სკოლის სპორტის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ფეხბურთის ფორმები და ბურთები გადასცეს საჩუქრად“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203