დიდი სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონ​ში“ ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ
24-06-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონ​ში“ მიიღეს მონაწილეობა. 

მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ ​2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში დაიწყო.

კონკურსი კვლავაც სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველ ეტაპზე ტესტირებები კლასების მიხედვით მიმდინარეობს, მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონისგან“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდება.

კონკურსი სრულად დისტანციურ რეჟიმში წარიმართება და მოსწავლეს, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ტესტირებისთვის განკუთვნილ დროის პერიოდში, ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით შეუძლია.

ტრადიციული, დასკვნითი ღონისძიება ასევე დისტანციურ რეჟიმში, ივლისში გაიმართება. ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსში ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან. გამარჯვებული სამეული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203