კოხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს - თინიკო შევარდნაძეს და ანრი ევგენიძეს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ
24-06-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხის საჯარო სკოლის მოსწავლეები - თინიკო შევარდნაძე და ანრი ევგენიძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

ქობულეთელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 8 ივნისს გაიმართა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ქობულეთელი მოსწავლე „ეტალონის“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203