სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ვებ-დეველოპმენტს სწავლობენ
24-06-2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის პროექტის ფარგლებში, ტექნოპარკში მუშაობენ და „ვორდპრესზე“ ვებ-დეველოპმენტს სწავლობენ.

ამ ეტაპზე, სოფელ გურჯაანის სკოლის მოსწავლეების გარდა, პროექტში ჩართულია სოფელ ახაშნის და ქალაქ გურჯაანის საჯარო სკოლების 40 მოსწავლე, რომლებიც „პითონს“ და „ვორდპრესს“ სწავლობენ.

პროექტი 3 წლიანია და ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, #GITA-ს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203