ხარაგაულის N2 სკოლაში მოსწავლეებმა გერმანულ ენაზე პრეზენტაცია წარადგინეს
24-06-2021
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, გერმანულ ენაზე, ჯანსაღი ცხოვრების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს.
პროექტის „ჯანსაღი ცხოვრება - ჯანმრთელი მომავალი“ ფარგლებში, გერმანული ენის მასწავლებლის ხათუნა მანჯავიძის ხელმძღვანელობით, VIII კლასის მოსწავლეებმა ჯანსაღი პროდუქტებისგან მოამზადეს შაურმა და სალათი. მომზადების პროცესის პრეზენტაცია მოსწავლეებმა გერმანულ ენაზე წარმოადგინეს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია