პირველი მაისის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა განხორციელდა
24-06-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის სკოლამ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და უამრავი გამოწვევების მიუხედავად, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა.
როგორც სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა მრავალი აქტივობა:
1. „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ - სპორტის და ხელოვნების მასწავლებლების მიერ დაგეგმილი ღონისძიება მე-7-8-9 კლასებში; 2. „წიგნის კითხვის დღე“ - ბიბლიოთეკის და ქართული ენის მასწავლებელთა მიერ დაგეგმილი წიგნის კითხვის დღე; 3. „პლანეტა დედამიწა და ჩვენ მისი ბინადრები“ - მე-10 კლასის მოსწავლეთა პროექტი (საგანი გეოგრაფია); 4. „ოკუპაცია - ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა“ - მინი ლექცია და ნახატების გამოფენა (საგნები ხელოვნება, ისტორია, გეოგრაფია); 5. „ვირტუალური მოგზაურობა მუზეუმში“ - მე-10 კლასის მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტი გეოგრაფიაში; 6. „ნაადრევი ქორწინება“ - პროექტი მე-9-10-11 კლასებში (საგანი სამოქალაქო განათლება); 7. „ჩოვიდ-19" - რეკურსით მოცემული მიმდევრობა - სასკოლო ღონისძიება. პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება; 8. „განტოლება და ჯარიმის გადახდის წესში პროცენტის გამოთვლა“ - პროექტი - მე-9 კლასი (საგანი მათემატიკა); 9. „კონსტიტუცია-100“ - მე-10-11 კლასის მოსწავლეთა პროექტი (საგნები: ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება); 10. „22 აპრილი - დედამიწის დღეა“ - მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, პოსტერების დამზადება, სკოლის ეზოს დასუფთავება; 11. ხელნაკეთი ნივთები და ნახატები - დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი; 12. „ძველი ქართული ხუროთმოძღვრება“ - მე-9-10 კლასის მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტი (საგნები: ხელოვნება, გეოგრაფია, ისტორია); 13. „ვეფხისტყაოსნის მხატვრული სამყარო“ - მე-10 კლასის მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტი (საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა).
სკოლის მოსწავლეები, ყველა ღონისძიებასა და აქტივობაში ხალისით იყვნენ ჩართულები და მაქსიმალურად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები.