ცხმორისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენები მოეწყო
24-06-2021
შოთა ანანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლამ, პანდემიით გამოწვეული უამრავი გამოწვევის მიუხედავად, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა.
როგორც სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციაშია ნათქვამი, მოსწავლეებმა სასწავლო წლის მანძილზე სხვადასხვა აქტივობები გამართეს, მოეწყო მოსწავლეთა თვითშემოქმედების გამოფენები, როგორიცაა ხეზე კვეთა და გუაშით ხატვა.
მათივე ინფორმაციით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელის მიერ, მაღალი კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ონლაინ ტრენინგი ბულინგსა და ოჯახურ ძალადობაზე.
„ქვეყანაში არსებული ეპიდემიური მდგომარეობის მიუხედავად მოგვეცა საშუალება სწავლა გაგვეგრძელებინა უკვე მეორე სემესტრიდან საკლასო ოთახებში, რამაც ნამდვილად კარგი შედეგი გამოიღო“, - ნათქვამია ცხმორისის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს