ფონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარათონი მოაწყვეს
23-06-2021
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონის საჯარო სკოლა აქტიურად აღნიშნავს მნიშვნელოვან თარიღებს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბავშვთა საერთაშორისო დღეს ფონის საჯარო სკოლის მოსწავლეებში მარათონი ჩატარდა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია