ემოციური გამომშვიდობება - წესის საჯარო სკოლის მეცხრეკლასები პედაგოგებმა გააცილეს
23-06-2021

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში მეცხრე კლასმა საბაზო საფეხური დაასრულა და მშობლიურ სკოლას დაემშვიდობა. მეცხრეკლასელები სწავლას სხვა სკოლაში განაგრძობენ, რადგან წესის საჯარო სკოლა საბაზო სკოლაა.

საყვარელ მოსწავლეებთან გამომშვიდობება ემოციური იყო. გაცილებისას, მოსწავლეებს სკოლის პედაგოგებმა გზა დაულოცეს და მათთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი, ინგა მელაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203