მუხიანის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მე-2 ტურში გადავიდა
23-06-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მურთაზ ბაბუნაშვილი (IX კლასი), თამარ ბაბუნაშვილი (X კლასელი), ნინი ჩხეტია (IX კლასელი) „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებენ. 

მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს და მე-2 ტურში გადავიდნენ. 

22 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში წყალტუბოელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 67 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 24 ივნისს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203