გეგუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნათია სირაძე „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს
23-06-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ნათია სირაძე „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს. 

მოსწავლემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზა და მე-2 ტურში გადავიდა. 

22 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში წყალტუბოელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 67 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 24 ივნისს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203