„ვამაყობთ თქვენით“- ნაღვარევის საჯარო სკოლიდან სამი კურსდამთავრებული დიდი სიყვარულით გააცილეს
23-06-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევის საჯარო სკოლამ არაერთი ღირსეული თაობა აღზარდა და გზა დაულოცა წარმატებული მომავლისკენ. წელს მეთორმეტე კლასი სამმა მოსწავლემ დაამთავრა. სკოლა ულოცავს და წარმატებებს უსურვებს კურსდამთავრებულებს.
„სკოლის დასრულებას ვულოცავ ულოცავ ჩემ სამ პრინცესას. მარიამ ხილაძე, ნონა ბერიძე, ნინო ბერსელაძეს სკოლის წარმატებით დასრულებას და ახალ საფეხურზე გადასვლას. ღმერთმა ქნას რომ თქვენი ახალი ცხოვრების გზა ია და ვარდებით ყოფილიყოს მოფენილი. თქვენს თვალებზე სიხარულის ცრემლები ყოფილიყოს და მზესავით გებრწყინოთ.
მიხარიხართ და ვამაყობთ თქვენით. ცხოვრების ბილიკები სულ წარმატებით და სიცილ-კისკისით გაგევლოთ. გესახელებინოთ სკოლა, ოჯახი, სოფელი, ღირსეული ოჯახში აღიზარდეთ და ღირსეულად გაგეგრძელებინოთ გზა ახალი ცხოვრებისა. მიყვარხართ და მეამაყებით“, - აღნიშნულია სკოლის მილოცვაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს