სორის საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და გეოგრაფიის მასწავლებელმა V-XI კლასების მოსწავლეებს სამი ეკოგაკვეთილი ჩაუტარა
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორის საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და გეოგრაფიის მასწავლებლის ნინო კერვალიშვილის მიერ მე-5-11 კლასებში ჩატარდა ერთობლივი სამი ეკოგაკვეთილი.
გაკვეთილი მოიცავდა შემდეგ თემებს:
- დედამიწა ჩვენი სახლია
- კლიმატის გლობალური ცვლილებები
- ნივთების ისტორია და მომავლის ეკონომიკა
„გაკვეთილები ჩატარდა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტ „მწვანე აქტივობების მხარდაჭერა ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით“ ფარგლებში და მიზნად ისახავდა ეკოლოგიური პრობლემების მიზეზებისა და შედეგების გაცნობას. ამ პრობლემების მოგვარებაში მოსწავლეების წახალისებას, ყოველდღიურ ცხოვრებაში ენერგო და რესურსდამზოგავი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის გზით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: