უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პლაკატები შექმნეს
23-06-2021
უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის თემაზე ღონისძიება გამართეს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სიმბოლური დროშა გამოსახავს. მწვანე ფონზე, დედამიწის, როგორც საყოველთაო სახლის ირგვლივ განლაგებული სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურები, მრავალფეროვნებას, მრავალმხრივობასა და მშვიდობას ასახავენ. უწერის სკოლის მოსწავლეებმაც საკუთარი ხელით შექმნილი, მსგავსი საინფორმაციო პლაკატები წარმოადგინეს.
მათივე ჩართულობით სხვადასხვა სახის აქტივობა გაიმართა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლის 1 ივნისიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203