უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე
23-06-2021
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლა დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე სხვადასხვა აქტივობები ჩაატარეს. მათ პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილი ურნები და ისაუბრეს ნარჩენების დახარისხების მნიშვნელობაზე.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ, აქტიურად წარმოაჩინეს შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილია. მსოფლიო მას 1970 წლიდან აღნიშნავს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია