დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდნენ
23-06-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლაში, მე-11 კლასის მოსწავლე ელენე ქავთარაძე და მე-5 კლასის მოსწავლე თემურ წიკლაური ვაჟა-ფშაველას პრემიით დაჯილდოვდნენ.
სკოლის დირექტორის, ლეილა აფციაურის ინფორმაციით, დაჯილდოება მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
„დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლა ულოცავს ელენე ქავთარაძესა და თემურ წიკლაურს ვაჟა-ფშაველას პრემიით დაჯილდოვებას და უსურვებს კიდევ უამრავ წარმატებას“, - ნათქვამია სკოლის დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია