წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია გამართეს
23-06-2021

წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლია ქალდანის ხელმძღვანელობით, პროექტ „გარემოს დაცვითი დღეების“ ფარგლებში, 5 ივნისთან - გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა წალკის წყალსაცავის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისაგან გაათავისუფლეს.

„წარმატებები ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლეებს!“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203