ხარაგაულის N2 სკოლის მოსწავლეებმა პროექტის -„ჯანსაღი ცხოვრება ჯანმრთელი მომავალი“ ფარგლებში ლაშქრობა მოაწყვეს
23-06-2021

ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელმა ლია სანიკიძემ, პროექტის „ჯანსაღი ცხოვრება ჯანმრთელი მომავალი“ ფარგლებში, მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად ლეღვანში ლაშქრობა მოაწყო.

ლაშქრობის მონაწილეებმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მოილოცეს. დამრიგებელმა მოსწავლეებს წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ უნდა აღჭურვილიყვნენ სალაშქროდ და რა სახის საკვები უნდა წაეღოთ, რომ საკვებს რამდენიმე საათის მანძილზე შეენარჩუნებინა ვარგისიანობა.

ლაშქრობა ნაყოფიერი და საინტერესო იყო ბავშვებისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203