
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში, XI კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრება ჯანმრთელი მომავალი“ ფარგლებში, პრეზენტაცია თემაზე: „კვების რაციონის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“ გამართეს.
პრეზენტაცია მოსწავლეებმა ბიოლოგიის მასწავლებლის, ლია რამინიშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს.
პრეზენტაციაზე ვრცლად იყო განხილული, თუ რა გავლენას ახდენს გენმოდიფიცირებული პროდუქტები ადამიანის ჯანმრთელობაზე.