ბაიდარის საჯარო სკოლაში ნაყოფიერი 2020-2021 სასწავლო წელი დასრულდა - დირექტორი წელს აჯამებს
23-06-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლის დირექტორმა ხაიალე შარაევამ 2020-2021 სასწავლო წელი შეაჯამა. მოსწავლეებმა ნაყოფიერი წელი წარმატებით დაასრულეს.

„ჩართული ვიყავით ბილინგვურ განათლებაში. ეს პროექტი მასწავლებლების და  მოსწავლეებისთვის იყო სიახლე. ბილინგვური განათლება განხორციელებოდა მე-2, მე-3 და მე-4 კლასებში სამ საგანში - ბუნებაში, ხელოვნებასა და მე და საზოგადეობაში.

ამის გარდა, სკოლაში იყო არაფორმალური განათლება, არაფორმალური განათლების ფარგლებში იყო შექმნილი კლუბები ორი მიმართულებით: ბიბლიოთეკა და მუზეუმი. კლუბის ფარგლებში დაგეგმილი იყო ონლაინ შეხვედრები ცნობილი ადამიანებთან და სხვა“, - აღნიშნავს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203