გამორჩეული უფროსკლასელები ქვემო ქედის საჯარო სკოლიდან - თამარ ხარხელაურმა და ლიზი თეთრაულმა izrune.ge-ს ბუნება/ბიოლოგიის ოლიმპიადაზე თავი ისახელეს
23-06-2021

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეები - თამარ ხარხელაური და ლიზი თეთრაული izrune.ge-ს ბუნება/ბიოლოგიის ოლიმპიადის გამორჩეულ უფროსკლასელთა შორის მოხვდნენ. 

მოსწავლეებმა ბუნება/ბიოლოგიის ოლიმპიადას თავი ბრწყინვალედ გაართვეს.

სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

„ჩვენი სკოლის ვარსკვლავგოგონებმა თამარ ხარხელაურმა და ლიზი თეთრაულმა ბუნება/ბიოლოგიის ოლიმპიადაზე თავი ისახელეს. დიდი მადლობა და შემდგომი წარმატებები ბავშვებო!“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

17 ივნისს, izrune.ge-ზე ბიოლოგია-ბუნების ონლაინ ოლიმპიადა გაიმართა. 

zrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203